სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭიროა, როდესაც არსებობს საფრთხე ადამიანის სიცოცხლისათვის. ეს შეიძლება იყოს უეცარი ტრავმა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, – ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება და საავადმყოფოში მაქსიმალურად სწრაფი გადაყვანა. ბევრ ქვეყანაში მსგავს სიტუაციაში გამოიყენება სამედიცინო შვეულმფრენები.

თუ თქვენ გესაჭიროებათ შვეულმფრენის სასწრაფო გამოძახება, მიმართეთ სასწრაფო დახმარების საერთაშორისო ცენტრს AVIAV TM (Cofrance SARL). ჩვენი ოპერატორები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, პასუხობენ ზარეს და იღებენ შეკვეთებს ინტერნეტის მეშვეობით. ეს არის ფასიანი მომსახურება, რომელიც მიიღება ინდივიდუალური მოთხოვნით, როგორც კერძო პირებისაგან, აგრეთვე კლინიკებისგან.

საჰაერო ხომალდის ბორტზე განთავსებულია საჭირო მოწყობილობები, რომლებიც  ეხმარებიან მძიმე ავადმყოფის სიცოცხლის შენარჩუნებაში. რეისს მიჰყვება რეანიმატოლოგი და ფელდშერი. სასწრაფო დახმარება გულისხმობს გადაუდებელი დახმარების ადგილზე გაწევას, დიაგნოზის დასმას, პაციენტის ტრანსპორტირებისას რისკების მაქსიმალურ შემცირებას. ბრიგადა წინასწარ შეატყობინებს კლინიკას, რომელშიც მიემართება შვეულმფრენი. ბევრ ჰოსპიტალს გააჩნია სპეციალური დასაჯდომი მოედნები, რომლებიც გაცილებით აჩქარებენ ავადმყოფის მიყვანის პროცესს.

სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები

თუ საუბარია ტრავმებზე, მოტეხილობაზე ან დამწვრობაზე, ძლიერ ტკივილებზე, სისხლდენაზე ან მდგომარეობის ზოგადი გაუარესებაზე, სასწრაფო დახმარების ექიმი დასვამს დიაგნოზს პაციენტის გასინჯვისას.

Экстренная госпитализация

ქირურგიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია:

  • მწვავე: ბრმა ნაწლავი, კუჭის გაფართოება, უცხო სხეულები კუჭნაწლავის ტრაქტში, კუჭნაწლავის სისხლდენა, კუჭის გაუვალობა, პანკრეატიტი;
  • ღვიძლის ინფიცირებული პარაზიტალური კისტები, კუჭუკანა ჯირკვლის კისტა;
  • პერიტონიტი, ფლეგმონა,
  • კუჭის წყლულის და 12 გოჭა ნაწლავის წყლულის გახვრეტა,
  • თიაქარის ჩაჭედვა,
  • მექანიკური ყვითელა,
  • კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნის გართულება,
  • მეზენტერული თრომბოზი,
  • წყლულის პერფორაცია, არასპეციფიკური წყლულიანი კოლიტი გართულებებით, მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები,
  • რბილი ქსოვილების, კისრის, მკერდის ჭრილობები,
  • გართულებული კრონის დაავადება,
  • კუჭის სტენოზი,
  • ცხიმოვანი საკიდარის ვოლვულუსი და კოლინჯი დივერტიკულების პერფორაცია.

განსაკუთრებულ მიმართულებას წარმოადგენს ჩირქოვანი ქირურგია. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ამ დანაყოფებში საჭიროა შემდეგი დიაგნოზების შემთხვევაში.

  • მწვავე: პარაპროქტიტი, ჰემორაიდალური ვენების ნეკროზლი თრომბოფლებიტი, ოსტეომიელიტი, მუცლის ღრუს ნარჩენი ჩირქგროვა;
  • დაჩირქებული: დამწვრობის ჭრილობები, მუხლის ღრუს კისტები, კუდუსუნის კისტა, რბილი ქსოვილების ჭრილობები, გართულებული ლიფანგოიტით და ლიმფადენიტით, ნაწლავური ფისტულა პოლიორგანული უკმარისობის სინდრომით;
  • ფლეგმონები: მენჯის, რბილი ქსოვილების, წითელი ქარის ანთების განგრენოზული ფორმების, ნაწოლების;
  • ჰემორაიდალური სისხლდენები ანემიით;
  • ტეტანუსი და ცოფი;
  • კლოსტრიდიალური და არა კლოსტრიდიალური ანაერობული ინფექცია.
  • клостродиальная и неклостродиальная анаэробная инфекция.

Экстренная госпитализация

შვეულმფრენებს ხშირად იძახებენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, კატასტროფების, ტექნიკური ავარიების ადგილზე, სტიქიური უბედურებების ზონაში  . საჰაერო ხომალდი AVIAV TM (Cofrance SARL)-გან მზად არის გაემგზავროს ძნელად მისაღწევ ადგილებში: მთები, მყინვარე, ტბიან ადგილში, დაჯდეს იახტის ბორტზე ზღვაში, განახორციელოს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

მსგავსი შემთხვევების დროს ადამიანები, როგორც წესი, იღებენ ჭრილობებს, რომლებითაც ხვდებიან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილებაში. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება:

  • მოტეხილობები – ხერხემლის ზურგის ტვინის დაზიანების გარეშე, ნეკნების, კოჭის, გართულებული, კიდურის ძვლების, მენჯის, ხერხემლის თავის ტვინის შერყევასთან ერთად;
  • თეძოს ამოვარდნა,
  • თერმული დაზიანებები,
  • პოზიციური ქრაშ-სინდრომი.

დაავადებების გართულებები

თუ საუბარია უეცარ შემთხვევებზე და არა არსებული და ქრონიკული დაავადებების გართულებებზე, ავადმყოფს აგზავნიან შესაბამის განყოფილებაში.

ყველაზე გავრცელებული მიმართულებებია: უროლოგი, პულმონოლოგია, კარდიოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია, თერაპია.

შემაშფოთებელი ნიშანი უროლოგიური დაავადებებისათვის, რომელთათვის  ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, არის:

  • მწვავე – შარდის შეკავება, ზედა საშარდე გზების ჩირქოვანი დაავადებები,  მამაკაცის სასქესო ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები,
  • თირკმლის კოლიკა,
  • მაკროგემატურია,
  • სიმსივნის ან შარდსასქესო სისტემის ტრავმის გართულება,
  • პარაფიმოზი.

Экстренная госпитализация

ნევროლოგიურ განყოფილებაში ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება შემდეგ მდგომარეობებში:

  • მწვავე – მენინგიტი, ენცეფალიტი, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა,
    თავის ტვინის აბსცესი;
  • ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებები,
  • ეპილეფსია,
  • დისცირკულარული ენცეფალოპათია.

დაავადებებსა და მდგომარეობებს, რომლებიც საჭიროებენ კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაუდებელ გადაყვანას, მიეკუთვნებიან:

  • მწვავე – მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სინდრომი,  ინფექციური ენდოკარდიტი, მიოკარდიტი;
  • პაროქსიზმალური ტაქიკარდიები – სუპრავენტიკულარული, პარკუჭის, მოციმციმე;
  • არასტაბილური სტენოკარდია, გართულებული ჰიპერტონიული კრიზი,რევმატიზიმი,
  • გულსისხლძარღვთა უკმარისობა, გულის ასთმა,
  • კარდიოგენური შოკი,
  • 2-3 ხარისხის ატრიოვენტიკულარული ბლოკადა ჰემოდინამიკის დარღვევით ან მორგანი-ადამს-სტოქსის სინდრომით

პულმონოლოგიის განყოფილება იღებს ავადმყოფებს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას შემდეგ მდგომარეობებში:

  • პნევმონიის დროს – მწვავე სასუნთქი ან სისხლძარღვთა უკმარისობა, არეული ცნობიერება, ჰიპოქსემია, თირკმლის, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები;
  • ბრონქიალური ასთმის დროს: 3–4 ხარისხის გამწვავება, ზედოზირება სიმპათომიმეტიკებით, ასთმური სტატუსი;
  • მწვავე სასუნთქი უკმარისობა, გამოხატული ბრონქობსტრუქციული სინდრომი ბრონქიტის დროს;
  • პლევრიტი: ტკივილის სინდრომით, ონკოლოგიის ფონზე, ექსუდატიური.

Экстренная госпитализация

გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში თავსდებიან პაციენტები, რომლებსაც გააჩნიათ მკვეთრი გართულებები, სისხლდენის საფრთხე და ძლიერი ტკივილები ისეთი მიმდინარე დაავადებების  დროს, როგორიცაა:

  • გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ეზოფაგიტი, ენთეროკოლიტი, დუოდენიტი, კრონის დაავადება;
  • ქრონიკული პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი,
  • ღვიძლის ცეროზი,
  • თრომბოციტოპენია, ლეიკოზები, მძინე ხარისხის ანემია.

თერაპევტული განყოფილება 24 საათის განმავლობაში მზად არის გაუწიოს სასწრაფო დახმარება ავადმყოფებს ალერგიული დაავადებების გართულებისას:

  • ლაელის და სტივენს-ჯონსის სინდრომები, კვინკეს შეშუპება და სასუნთქი გზების შეშუპება, ანაფილაქტიური შოკი, გენერალიზებული ჭინჭრის ციება;
  • თირკმლის დაავადებების გართულებები 2-3 ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;
  • კეტოაციდოზი, ჰიპოგლიკემია შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვ..

ბავშვების სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ბავშვების სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ დაუხვეწელია და გართულებები მასში შეიძლება წარმოიშვას გაცილებით უფრო სწრაფად ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ სამედიცინო შვეულმფრენის გამოძახება ყველაზე ხშირად ხორციელდება პედიატრიულ განყოფილებაში.

Экстренная госпитализация

ყველაზე გავრცელებული სიტუაციები, როდესაც საჭიროა ბავშვის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არის:

  • ხერხემლის ტრავმები, კიდურების დაზიანებები;
  • უცხო სხეულების არსებობა მუცლის ღრუში, თვალში, ყურის ნიჟარაში;
  • მწვავე ინფექციური დაავადებები: დიფტერია, მენინგოკოკის ინფექცია, პოლიომელიტი, მუცლის ტიფი, პარატიფები, მწვავე ვირუსული ჰეპატიტები, სალმონელოზი, ქუნთრუშა;
  • მძიმე კლინიკური მდგომარეობები: ტოქსემია, ნეიროტოქსიკოზი, ტოქსიკოზი ექსიკოზით, შოკი;
  • არახელსაყრელი პრემორბიდული ფონი: დისტროფია, დღენაკლული, თიმომეგალია, დეკომპრესირებული პერინატალური ენცეფალოპატია;
  • დარღვევები: ტვინის სისხლისმიმოქცევის, მაგისტრალური სისხლძარღვების გამტარიანობის, შარდის გადინების;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი დაავადებები;
  • მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს გულსისხლძარღვთა უკმარისობის, კორონალური უკმარისობის, არითმიის განვითარება;
  • ჰიპერტონიული სინდრომი, ანაფილაქტიური რეაქციები, კვინკეს შეშუპება, გამოხატული ჭინჭრის ციება, აცეტონემიური ღებინება;
  • ფილტვის სისხლდენა, მედიასტენიტები, დესტრუქციული პნევმონიები;
  • სისხლდენა ჰემობლასტოზების, ჰემოფილიის, ციტოპენიის დროს,
  • ტრავმები, დამწვრობა, ჭრილობა, მოწამვლა.

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია შვეულმფრენით არის სიცოცხლის გადარჩენაზე მიმართული აუცილებელი ღონისძიება.  თუ თქვენ გესაჭიროებათ დახმარება, მიმართეთ დამოუკიდებელ სანიტარულ ავია ცენტრი AVIAV TM (Cofrance SARL)-ს: ჩვენ მოვაწყობთ საჰაერო ხომალდის  სასწრაფო გამოფრენას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *